საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში

27 ივნ 2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უზბეკ კოლეგას შეხვდა. დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.

უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

ფორუმის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგესას შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა მიმოიხილეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოში არაერთი მასშტაბური რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის თვალსაზრისით. ხაზი გაესვა აღნიშნული თანამშრომლობის როლს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის წინსვლასა და მისი წარმატებით განხორციელების პროცესში.