პრემიერ-მინისტრის ანგარიში - შეფასებები

27 ივნ 2026

პრემიერ-მინისტრის ერთი წლის ანგარიში და ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში - ირაკლი კობახიძის შვიდ საათიანი გამოსვლა სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.

ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები - მმართველი პარტიის და გიორგი გახარიას გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ. გახარიას პარტია გამოძიების დაწყებას ითხოვს. სხდომაზე ისმოდა ურთიერთბრალდებები 20 ივნისის მოვლენებზე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე” და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.

პრემიერი სამთავრობო პროგრამის წლიური ანგარიშის წარდგენისას ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის ბოლო ერთი წლის მთავარ მიღწევებად ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და კორუფციასთან ბრძოლა დასახელდა.