27 ივნ 2026
სოფელ ქედლებში ახალი ტურისტული სივრცე მოეწყო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს მოემსახურება.
პროექტის ფარგლებში გაკეთდა გადასახედი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათება, განთავსდა მოსასვენებელი სკამები და აშენდა ფანჩატური.
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მიმდინარე წელს ახალი ტურისტული ლოკაციის მოწყობა ასევე იგეგმება სოფელ თაგოში.
ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის ტურისტული პოტენციალის ზრდას, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდასა და ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.