27 ივნ 2026
„კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“- დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით, 28 ივნისს ხელვაჩაურში სპეკტაკლი იმართება. დასმა გენერალური რეპეტიცია უკვე გამართა.
სპეკტაკლში როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მსახიობები მონაწილეობენ. რეჟისორი ზურაბ ცინცქილაძეა. როგორც ის აბობს, ამ სპეკტაკლით საფუძველი ეყრება ხელვაჩაურის თეატრის ჩამოყალიბებას.
რაც შეეხება პირველ სპეკტაკლს, იგი 19 საათზე ხელვაჩაურის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში დაიწყება. დასწრება თავისუფალია.