27 ივნ 2026
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელსა და ლიბანს შორის მიღწეული ჩარჩო შეთანხმება მათ უფლებას აძლევს, სამხრეთ ლიბანში შექმნილი ბუფერული ზონა შეინარჩუნონ.
ჩარჩო შეთანხმების შესახებ განცხადება გაავრცელა ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ დოკუმენტი გზას უხსნის ისრაელ-ლიბანის შემდგომ შეთანხმებებს.
ისრაელთან გაფორმებულ პირველ შეთანხმებას გამოემხაურა ლიბანის პრეზიდენტიც. ჟოზეფ აუნის თქმით, ეს ქვეყნის სუვერენიტეტის სრული აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ისრაელსა და ლიბანს შორის ჩარჩო შეთანხმების შესახებ განაცხადა.