ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა

27 ივნ 2026

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის განცხადებით, დაშავებულია 3300-ზე მეტი ადამიანი.

ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ 170-ზე მეტ პირს ეძებენ. წინასწარი შეფასებით 383 შენობაა დაზიანებული, მათ შორის 13 საავადმყოფო და 25 სავაჭრო ცენტრი.