27 ივნ 2026
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებს დაარტყეს.
უწყების ცნობით, ამერიკელმა სამხედრო ძალებმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემზე თავდასხმის შემდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის შეიარაღებული ძალების მიერ კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებული გაუმართლებელი აგრესია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევაა.
თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აღნიშნავენ, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელეს.