შს მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

27 ივნ 2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა პირველ მოადგილე, რონი მესხთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.

სულხან თამაზაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საპოლიციო მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესები და საკითხები განიხილა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს გაესაუბრა და  სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.