შინაგან საქმეთა მინისტრმა გურიის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

27 ივნ 2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილეებთან - გაგა კირკიტაძესთან და შალვა თადუმაძესთან ერთად, გურიის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

"ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი გურიის რეგიონში სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო", - აღნიშნლია ინფორმაციაში.