26 ივნ 2026
ვენესუელაში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ, დაღუპულთა რიცხვი უკვე 600-ს მიუახლოვდა, ხოლო ათასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა გამოცხადებული.
ქვეყნის ჩრდილოეთით ზედიზედ ორი 7,2 და 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ განსაკუთრებით დედაქალაქი და მის გარშემო არსებული რეგიონები დააზარალა. დიდია ზარალი ლა გუაირაშიც, სადაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით სამხედროები განთავსდნენ.
ეს გადაწყვეტილება სამაშველო სამუშაოების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზების მიზნით მიიღეს. ვენესულეის მოქმედმა პრეზიდენტმა ლა გუაირა „კატასტროფის ზონად“ შეაფასა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.