დეპუტატების კითხვები პრემიერთან

26 ივნ 2026

ოპოზიციამ პრემიერს ანგარიშთან ერთად ტონიც დაუწუნა. გახარიას გუნდმა ირაკლი კობახიძის მუშაობა კრიტიკულად შეაფასა და უთხრა რომ ეკონომიკური ზრდის დასახელებული ციფრების მიღმა სხვა რეალობაა, სადაც ადამიანები ეკონომიკურ სიდუხჭირეში გადარჩენისთვის იბრძვიან. 

სოციალურ საკითხებთან ერთად ოპოზიციის კითხვები ასევე შეეხებოდა რეფორმებს, მათ შორის განათლების მიმდინარე რეფორმას.