26 ივნ 2026
წლიური ანგარიშით წარსდგა და სამთავრობო უწყებების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა დღეს პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ბოლო ერთი წლის ანგარიში მოიცავდა მთავრობის საქმიანობას გასული წლის პირველი ივნისიდან , ამიტომ პრემიერმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, საგარეო კურსზე, შიდა და გარე გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დაგეგმილ რეფორმებზე.