26 ივნ 2026
საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა. ერთმანეთს უმრავლესობის წევრები და პარტია „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ სიტყვით გამოსვლა დაასრულა.
შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან. ამ განცხადების შემდეგ ტრიბუნიდან ჩამოვიდა და სწორედ ამის შემდეეგ დაიწყო დაპირისპირება.
მომხდარის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.