26 ივნ 2026
ხულოს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.
იმსჯელეს 2026 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე, მე-3 კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცებასა და სხვადასხვა ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანაზე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კურორტ „გოდერძის“ დასაგეგმარებელი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებების შეტანა იყო.
ცვლილებები ითვალისწინებს ზონირების რუკის განახლებას, კურორტის საზღვრების გაფართოებას, ცალკეული ტერიტორიების ფუნქციური დანიშნულების კორექტირებას, საინჟინრო ინფრასტრუქტურისთვის დამატებითი სივრცეების გამოყოფასა და სხვა ტექნიკურ ცვლილებებს.