შოთა მჟავანაძე 1000 ლარით დააჯარიმეს

26 ივნ 2026

1000 ლარიანი ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა მოქალაქე შოთა მჟავანაძეს.

ბრალდების ინფორმაციით, მჟავანაძემ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე ვატო გელაშვილს, რის საფუძველზეც შს სამინისტრომ გამოძიება 166-ე მუხლით დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში მოქალაქის შეურაცხყოფას გულისხმობს. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. 

შოთა მჟავანაძე უფლებამოსილია გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.