26 ივნ 2026
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე მანუჩარ ჯაბნიძე 2000 ლარით დააჯარიმა.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, ჯაბნიძემ სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შალვა პაპუაშვილს, რის გამოც შსს- მ გამოძიება 173-ე მუხლის 16 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.
მოქალაქემ დაკისრებული სახდელი ბიუჯეტის სასარგებლოდ შესაბამისი ოქმის ჩაბარებიდან შვიდი კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გადაწყვეტილება მოსამართლე მარიანა ფომაევამ მიიღო. პროცესზე შს სამინისტროს იურისტმა წერილობითი მტკიცებულებები წარადგინა.