26 ივნ 2026
დღეს დასრულდა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვნითი თამაშები. ფინალურ ეტაპს ტრადიციულად ამჯერადაც ბათუმმა უმასპინძლა. შეჯიბრებები სპორტის 8 სახეობაში: - ფეხბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, მძლეოსნობაში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში, სამი-სამზე კალათბურთსა და კლასიკურ კალათბურთში გაიმართა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს ყველა რეგიონის არაერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები. დასკვნით თამაშებში კი 300-მდე სპორტულად აქტიური მოზარდი მონაწილეობდა.
გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც სუპერთამაშებშიც იასპარეზებენ, იქ გამარჯვების შემთხვევაში კი საქართველოს მსოფლიოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე წარადგენენ.