შუახევის საკრებულოს სხდომა

26 ივნ 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა განიხილეს 2026 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.

დღის წესრიგში, ასევე, შევიდა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მოძრავი და უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით განკარგვის საკითხები. 

საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვსივე საკითხს მხარი დაუჭირა.