ჩაქვის II სკოლას ჯემალ არძენაძის სახელი მიენიჭა

07 აპრ 2016

აფხაზეთის ომში დაღუპული ჯემალ არძენაძის სახელი დღეს ჩაქვის მეორე საჯარო სკოლას მიენიჭა. ოფიციალური ღონისძიება სკოლაში გაიმართა, რომელსაც ოჯახის წევრები და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.