26 ივნ 2026
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 76 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. 800 000 ლარამდე ზრდა ტრანსფერებს უკავშირდება. უკვე გაწერილია რაში დახარჯავს მუნიციპალიტეტი აღნიშნულ თანხებს.
ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მერის შუალედური ანგარიშის მოსმენის საკითხი დააყენა „გახარია საქართველოსთვის წევრმა“ საკრებულოს სხდომაზე. დღეს დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესიც დაამტკიცეს.
ასევე სოფელ სარფში, შპს „აურუმ ისთეითს გრუპ ჰოლდინგს“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის მისცეს უფლება გაზარდოს k2კოეფიციენტი. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორმა 2025 წლის წლიური ანგარიში წარმოადგინა. სკოლის სპორტსმენებმა სხვადასხვა სახეობაში ჯამში 75 ოქრო 55 ვერცხლი და 97 ბრინჯაო მოიპოვა.
სხდომის დაწყებამდე დეპუტატებს „ლელოდან'' საკრებულოს ახალი წევრი როინ აბაშიძე წარუდგინა საკრებულოს თავმჯდომარემ.