26 ივნ 2026
პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ დაგმონ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. დეპუტატმა, გიგა ფარულავამ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ასე 9 მაისს ხელმოწერილი ე.წ. „ინტეგრაციის შეთანხმება", შეაფასა.
დეპუტატის თქმით ეს არის რუსეთის მიერ ფორსირებულ რეჟიმში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გაგრძელება, რომლის მიზანიც მათი თქმით, საქართველოს ისტორიული მიწის-სამაჩაბლოს რუსეთის ფედერაციისთვის მიერთებაა სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ ,,ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე პოლიტიკურ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც მათივე თქმით შესაძლოა განცხადებით მიმდინარე პროცესებს მოჰყვეს.