აშშ-ში FARA-ს კანონს ამკაცრებენ - პოლიტიკური შეფასებები

26 ივნ 2026

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის აღკვეთას. კანონპროექტის მიზანია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც უცხოელი მოწინააღმდეგეების არარეგისტრირებულ აგენტებს აშშ-ში ლობისტური საქმიანობის განხორციელების საშუალებას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის ანალოგიური ვერსია კონგრესის ქვედა პალატაშიც არის წარდგენილი. კანონპროექტის მოქმედების ვადა ხუთი წლით განისაზღვრება. ცნობისთვის, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი - ე.წ. ფარა, ბოლოს 1990-იან წლებში შეიცვალა.

სენატორების შეფასებით, ის ვეღარ პასუხობს თანამედროვე უცხოური გავლენის კამპანიების გამოწვევებს. სენატში მიღებულ კანონპროექტს აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.