ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

26 ივნ 2026

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, სანქციები 2027 წლის 31 ივლისამდე გაგრძელდა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს 2026 წლის 18-19 ივნისის გადაწყვეტილებას მოჰყვა, როდესაც ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების 12 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები არაერთ სექტორს, მათ შორის ვაჭრობას, ფინანსებს, ენერგეტიკასა და ტექნოლოგიებს მოიცავს.  

ასევე რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო გზით ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადატანის აკრძალვას.