26 ივნ 2026
ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა 4 300-ს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით 40 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ასობით კი ნანგრევებში რჩება.
სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ მოსალოდნელია მსხვერპლთა რაოდენობის ზრდა. სტიქიურმა უბედურებამ სულ მცირე 3 000 სახლი გაანადგურა.
ცნობისთვის, ვენესუელაში ზედიზედ ორი 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.