ანსამბლ „ბათუმის“ სოლისტის, დავით გველესიანის საიუბილეო საღამო

26 ივნ 2026

„მეგობრებთან ერთად“ - ამ სახელწოდებით ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ „ბათუმის“ სოლისტის, დავით გველესიანის საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოზე შესრულდა ხალხური, ქალაქური და საესტრადო ჟანრის მუსიკალური ნომრები.

პროგრამის ფარგლებში აჟღერდა აუდიტორიისთვის კარგად ცნობილი პოლიფონიური სიმღერები და ცნობილი ქართველი კომპოზიტორების პოპულარული კომპოზიციები.

ღონისძიებაში აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმთან“ ერთად მონაწილეობდნენ ადგილობრივი და მოწვეული მომღერლები და მუსიკოსები.

იუბილესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურის სამინისტრომ დავით გველესიანს, ეროვნული კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.