26 ივნ 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის პორტში ბათუმის საზღვაო სასწავლებლების პირველკურსელებმა მეზღვაურთა საზეიმო ფიცი დადეს.
ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები.
ღონისძიების ბოლოს ღვაწლმოსილი მეზღვაურები და საზღვაო სფეროში დასაქმებულები დააჯილდოვეს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს დღეისათვის 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს და მათი წვლილი ეკონომიკაში მილიარდ ლარს აჭარბებს.