ტერეზა წილოსანის ნამუშევრების გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

26 ივნ 2026

აჭარის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ტერეზა წილოსანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული ტილოები და ბიზანტიური სტილით შესრულებული ხატები.

ტერეზა წილოსანმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ სწავლა საბერძნეთში ბიზანტიური ხატწერის სკოლაში გააგრძელა.

მხატვარი ოთხი პერსონალური გამოფენის ავტორია საქართველოსა და საზღვარგარეთ. მისი ნამუშევრების გამოფენა აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 29 ივნისამდე გაგრძელდება.