სესილი აბუთიძის სოლო კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში

26 ივნ 2026

სესილი აბუთიძის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დიდ საკონცერტო დარბაზში. სესილი აბუთიძე საფორტეპიანო განყოფილების მეათე კლასის მოსწავლეა.

კლასიკური მუსიკის საღამოზე შესრულდა ცნობილი საფორტეპიანო ნაწარმოებები. საკონცერტო პროგრამაში იყო ბახის, ბეთჰოვენის, შოპენის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ახალგაზრდა პიანისტი არა ერთი რეგიონული და საერთაშორისო კონკურსის წარმატებული მონაწილეა. ის 24 ივლისს პორტუგალიაში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს “ბენდადას საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში“.