ნინო ნიჟარაძის პერსონალური გამოფენა

26 ივნ 2026

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ნინო ნიჟარაძის პერსონალური გამოფენა „არტ – ალუზიები“ გაიხსნა. გამოფენა აერთიანებს მხატვრის უახლეს ნამუშევრებს, სადაც ფერწერის, ფორმისა და სიმბოლური მინიშნებების მეშვეობით შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი.  

გამოფენის გახსნას  მხატვრის მეგობრები გულშემატკივრები და ხელოვნების მოყვარულები ესწრებოდნენ.

როგორც გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში წარმოდგენილია მხატვრის ექსკლუზიური ნამუშევრები და დამთვალიერებელს მისი ნახვის საშუალება 15 ივლისამდე ექნება.