1-ლი ივლისიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო იზრდება

26 ივნ 2026

პირველი ივლისიდან  ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო გაიზრდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ყოველდღიურად დილის შვიდი საათიდან  ღამის პირველ საათამდე მოემსახურება.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით ტურისტული სეზონის დაწყებამდე  განხორციელდა ყველა აუცილებელი ტექნიკური და საორგანიზაციო ღონისძიებები, გადამზადდნენ მძღოლები, რათა მოქალაქეებს გამართული სერვისი შესთავაზონ.