საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი

25 ივნ 2026

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმმა თბილისში მუშაობა დაასრულა. ფორუმის შედეგები იუსტიციის მინისტრმა და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ  შეაჯამეს. პაატა სალიამ მონაწილეებს გააცნო საქართველოს მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მოდელი და ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც განიხილეს ციფრული ტრანსფორმაციის, ინოვაციების, გამჭვირვალობისა და ინკლუზიური საჯარო მმართველობის საკითხები. 

ღონისძიება საუკეთესო ინოვაციური პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. ოთხ ნომინაციაში 12 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. კონკურსში მსოფლიოს 62 ქვეყნიდან 700 პროექტი მონაწილეობდა. 

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა და მასში მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ.