25 ივნ 2026
იუსტიციის მინისტრი სპეკულაციას უწოდებს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. პაატა სალიას განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოხატავდა და გამოხატავს, როგორც კი შესაბამისი დოკუმენტაცია მიწოდებული იქნება ხოშტარიასთვის სასურველი ექიმი შეძლებს მის მონახულებას.
მინისტრის განცხადებით, ხოშტარიას გაეწია ყველა საჭირო მომსახურება და ის დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა გამოირიცხა.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორმა.
მისი განცხადებით, ხოშტარიას დაუყოვნებლივ ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო კვლევები და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.