ბათუმის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე ბრალდებული მალხაზ ბერიძე დააჯარიმა

25 ივნ 2026

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე ბრალდებული მალხაზ ბერიძე სამართალდამრღვევად სცნო და 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა განიხილავდა.

ბრალდებულმა პროცესზე თქვა, რომ კომენტარი სოციალურ ქსელში ნამდვილად დაწერა, თუმცა არ იცოდა რომ ეს ქმედება დასჯადი იყო. 

შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, მოქალაქის მიერ საჯარო სივრცეში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარი დანაშაულია  საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად.

მოსამართლემ შსს-ს პოზიცია გაიზიარა და მალხაზ ბერიძეს სასჯელის სახით ჯარიმა დააკისრა.