25 ივნ 2026
პარიზის მერმა განაცხადა, რომ ძლიერი სიცხის გამო ქვეყანაში სიკვდილიანობა იზრდება და მოქალაქეებს სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდა, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა შენარჩუნებული.
ემანუელ გრეგუარის თქმით, საგანგებო სამსახურებში გაიზარდა ზარების რაოდენობა, ქალაქის საავადმყოფოების ინტენსიურ განყოფილებებში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, რაც, მისი თქმით, სიკვდილიანობის ზრდის მაჩვენებელია.
ოთხშაბათს პარიზში რეკორდული ტემპერატურა ცელსიუსით 40 გრადუსზე მეტი დაფიქსირდა, ხოლო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ტემპერატურა 44 გრადუს აღწევს.
განგაშის წითელი დონე ქვეყნის მასშტაბით 72 დეპარტამენტში გამოცხადდა. საფრანგეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, 48 დეპარტამენტში ნარინჯისფერ საფრთხეს აცხადებენ ხანძრის მაღალი რისკის გამო. სიცხის გამო 3500 სკოლა დაიხურა, ხოლო 10 ათასმა სკოლამ სასწავლო გრაფიკი შეცვალა.