ელენე ხოშტარიას მიმართ რაიმე სხვა სახის მიდგომები არ არის, თუკი აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სახელმწიფო უფასოდ აწვდის მას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რაც მას სჭირდება - პაპუაშვილი

25 ივნ 2026

პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთვის, ისევე როგორც სხვა მსჯავრდებულისთვის, შექმნილია სათანადო პირობები, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში თუკი ვინმეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მას აქვს სათანადო უფასო სამედიცინო მომსახურება.

„ასე, რომ ელენე ხოშტარიას მიმართ რაიმე სხვა სახის მიდგომები არ არის. თუკი აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სახელმწიფო უფასოდ აწვდის მას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რაც მას სჭირდება ისევე, როგორც ამას აკეთებს ყველა მსჯავრდებულის მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.