დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წევრების შეხვედრა პროფესიული კოლეჯებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან

25 ივნ 2026

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ბორჯომში ადგილობრივი ხელისუფლების, პროფესიული კოლეჯებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაზე, სასტუმრო და სარესტორნო მიმართულებით კადრების მოძიებისა და გადამზადების აუცილებლობაზე.   

ასევე ისაუბრეს შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებსა და სიახლეებზე.  

შეხვედრების მიზანია სააგენტომ მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ.