25 ივნ 2026
უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს წალკაში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეებს არარეგისტრირებული ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული, რადგან ორივე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.