25 ივნ 2026
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას „აბსურდის თეატრს“ უწოდებს.
მისი განცხადებით, ხოშტარიას დაუყოვნებლივ ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო კვლევები და მისი ინფორმაციით, ანალიზებმა უარყოფითი შედეგები არ აჩვენეს.
პატარიძის თქმით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.