იუსტიციის სახლის სერვისებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე გაეცნო

25 ივნ 2026

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ეწვია. ლი ჯუნჰუას საჯარო სერვისების მიწოდების წარმატებული ქართული მოდელი, "ერთი ფანჯრის“ პრინციპი და იუსტიციის სახლის კონცეფცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ გააცნეს.

ლი ჯუნჰუამ  ინფორმაცია მიიღო საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებული ციფრული და ინოვაციური პროექტების, ასევე მობილური იუსტიციის სახლის და ბიზნესასისტენტის შესახებ.

იუსტიციის სახლი არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა გაერო-ს საჯარო სამსახურის ჯილდო, რომელიც უწყებას სერვისების მიწოდების სფეროში საუკეთესო მიღწევებისთვის გადაეცა.