25 ივნ 2026
თბილისში 2026 წლის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი დღეს დასრულდება. ფორუმის შედეგებს იუსტიციის მინისტრი და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე შეაჯამებენ.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც განიხილეს ციფრული ტრანსფორმაციის, ინოვაციების, გამჭვირვალობისა და ინკლუზიური საჯარო მმართველობის საკითხები. ღონისძიება საუკეთესო ინოვაციური პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. კონკურსში მსოფლიოს 62 ქვეყნიდან 700 პროექტი მონაწილეობს.
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა და მასში მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ.