მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

25 ივნ 2026

ბათუმში დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ქალაქში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები. მეზღვაურთა დღე ზღვისპირა ქალაქში ტრადიციულად  მასშტაბურად აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით საზღვაო აკადემიის კურსანტებმა ბათუმის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოაწყეს და იუნკერების საფლავი გვირგვინით შეამკეს.

მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით,  ევროპის მოედანზე საბავშვო-შემეცნებითი სივრცეები მოეწყო, სადაც მთელი დღის განმავლობაში გასართობი აქტივობები იქნება.

საღამოს კი დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება, სადაც საზეიმო ვითარებაში დასახელდებიან ადამიანები, რომლთაც საზღვაო სექტორის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. 

საქართველოს საზღვაო სექტორი კი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. 

დღეისათვის ქვეყანას 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს.

მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით, დღეს ფოთში ახალი ნავმისადგომის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.