25 ივნ 2026
ბათუმში დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება.
ტარდება საზღვაო აკადემიის კურსანტების ტრადიციული საზეიმო მსვლელობა, ევროპის მოედანზე კი მთელი დღის განმავლობაში საბავშვო-შემეცნებითი სივრცეები იქნება განთავსებული.
საქართველოს საზღვაო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. დღეისათვის ქვეყანას 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს.