ბიუროკრატიის ხარისხით, საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს

25 ივნ 2026

ჩენდლერის ინსტიტუტი, კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს.  

ბიუროკრატიის ხარისხით გლობალურ რეიტინგში საქართველო 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-17 პოზიციაზე მოხვდა.

ბიუროკრატიის ხარისხის მსოფლიო რეიტინგი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას - ბრიტანული ორგანიზაცია „ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითის“ და ამერიკული ორგანიზაცია „პოლიტიკური რისკების სერვისების ჯგუფის“ თემატურ კვლევებს.

კერძოდ, „ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითის“ ანგარიშის ნაწილში, გამოკითხვის მიზანი იყო, შეეფასებინა ბიუროკრატიის ხარისხი და უნარი, განახორციელოს სახელმწოფო პოლიტიკა. 

საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილზეა, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და NATO-ს წევრ 18 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი და ა.შ.