მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა

24 ივნ 2026

2026 წლის 24 ივნისს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა.  

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს 
ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობაზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და დიალოგის მნიშვნელობას  მოცემულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. 

აღინიშნა საქართველოს როლი  დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.