24 ივნ 2026
4 ოქტომბრის საქმეზე, ვინც დანაშაული აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ჩახუნაშვილმა დანაშაული არ აღიარა, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს სხვა შესაძლებლობა არ ჰქონდა და ის სასჯელი მიესაჯა, რაც მიესაჯა, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასჯელის ალტერნატიული საშუალება იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
„თუ ის ადამიანი იმ დანაშაულს აღიარებს, რაც ჩაიდინა და მოინანიებს, სააპელაციო სასამართლოში შესაძლებლობა გვაქვს, თუ გაასაჩივრებს და სააპელაციო სასამართლო აღიარებით ჩვენებას მოგვცემს, შეგვიძლია, გავათავისუფლოთ იმ დღესვე და პირობითი სასჯელი მივუსაჯოთ“, – განაცხადა გვარაკიძემ.
მისივე განცხადებით, გადადგომას არ აპირებს.
გვარაკიძის განმარტებით, გენერალური პროკურორი თუ სხვადასხვა მიზეზის გამო არ ასრულებს თავის მოვალეობას, მის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს.
„ამას თუ გულისხმობთ, ეს ასეა და გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ. რატომ მისვამთ, ამ კითხვას? – არარელევანტურ კითხვას მისვამთ. საიდან მოიტანეთ, რომ ვაპირებ გადადგომას, სადმე წასვლას, ან სადმე გადასვლას? მანამდეც მყავდა პირველი მოადგილე. თუ მე არ ვიქნები გენერალური პროკურორი, ვიდრე ახალი გენერალური პროკურორი აირჩევა, მანამდე პირველი მოადგილე ასრულებს მოვალეობას“, – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.