საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხა

24 ივნ 2026

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხა. 2025 წლის ანგარიშის მოსმენის შემდეგ კანონმდებლებს დამატებითი კითხვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გაუჩნდათ. 

ძირითადად კითხვები არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების პრევენციასთან დაკავშირებით დაისვა, ასევე კანონმდებლები დაინტერესდნენ სისტემაში რა სახის დანაშაულები რჩება კვლავ მძიმე გამოწვევად. 

დეპუტატებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს, ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ სიტუაციაზე, ასევე დაისვა კითხვა თუ რა დამატებითი ღონისძიებების გატარებას გეგმავს უწყება  დაზარალებულთა უფლებების დაცვის  თვალსაზრისით. კანონმდებლებს ასევე აქციების დროს დაშავებულ ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებთან დაკავშირებითაც ჰქონდათ კითხვები.

დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით.