23 ივნ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
საუბრისას ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ორმხრივი კავშირების, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მიღწეულ პროგრესს.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოსა და ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.