23 ივნ 2026
საქართველოს პარლამენტის სხდომა ტრადიციულად პოლიტიკური დებატებით დაიწყო. კრიტიკისა და ურთიერთბრალდებების საგანი კვლავ ევროკავშირთან ურთიერთობა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური მდგომარეობა გახდა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები სახელისუფლებო გუნდს, მათ მიერ მიღებული კანონებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ, მმართველ პარტიაში კი საპირისპიროს აცხადებენ და ამბობენ, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იყო
მთავარი განხილვის თემა მათ შორის ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ბოლოდ როს გამართულ შეხვედრებზე.
აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელმაც განმარტება გააკეთა ასევე ვიზის დიალოგთან დაკავშირებით.