თბილისში გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი 2026 ოფიციალურად გაიხსნა

23 ივნ 2026

თბილისში გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი 2026 ოფიციალურად გაიხსნა.

ფორუმში 100-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 500 დელეგატი, საჯარო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ.

სამი დღის განმავლობაში ისინი განიხილავენ ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების, მონაცემთა დაცვის, ინკლუზიური მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლისა და მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ გახსნეს.

თბილისში გაერო-ს ფორუმის ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთა მიზანიც წლებია საქართველოში მოქალაქისთვის მარტივი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი საჯარო მომსახურების შექმნაა.