პრემიერ-მინისტრი საიმიგრაციო სამსახურის წარმატებულ მუშაობას აფასებს

23 ივნ 2026

დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტია საქართველოში.  ჩვენი მიზანია, არცერთი არალეგალი მიგრანტი აღარ დარჩეს ქვეყანაში. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის ინსტიტუციური კუთხით გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი.